(+995) 5 93 32 79 01 laf@laf.ge

ბავშვთა დაცვის დღეს აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან

2021 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, დოქტორი ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის ორგანიზებულ ვებინარში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიება 2021 წლის 1 ივნისს, 18:00 სთზე  კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებითჩატარდება. შეხვედრის სამუშაო ენა ინგლისური გახლავთ.

ვებინარში მონაწილეობისთვის სარეგისტრაციოდ გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს.

დარეგისტრირებული მონაწილეები შეხვედრის ტექნიკურ მონაცემებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: laf@laf.geIrina.agapishvili@gau.edu.ge

2021 წლის 1 ივნისის ვებინარი ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის მიერ 2021 წლისდასაწყისიდან განხორციელებული ღონისძიებების ნაწილია.

One Comment

  1. Gigi 3 კვირის ago

    Currently, I am student of International Relations and I am eager to get to know to any interesting topics that are related to International law

Leave your thought