აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ღონისძიებები ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენციით დაასრულა

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა
გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ღონისძიებები ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენციით დაასრულა

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი 2021 წლის დასაწყისიდან ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სტანდარტების ხელშეწყობის ღონისძიებებს ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადომოღვაწის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებლისაკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს უძღვნის.

პროფესორმა ლევან ალექსიძემ დისკრიმინაციის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების ჩამოყალიბებისა და განხორციელების მრავალ მიმართულებას შეუწყო ხელი. 1970-1977 წწ იგი გაეროს დისკრიმინაციისდაუშვებლობისა და უმცირესობათა დაცვის ქვეკომისიის მდივნისა და ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორისრანგში მსახურობდა; ამასთან, გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა კომისიისმდივნის რანგში საქმიანობასთან ერთად პროფესორი ლევან ალექსიძე ასევე გახლდათ გაეროს გენერალური მდივნისოფიციალური წარმომადგენელი საერთაშორისო ღონისძიებებზე ადამიანის უფლებათა სხვადასხვა საერთაშორისოსამართლებრივი ასპექტის თაობაზე.

საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ კი, 12 წლის მანძილზე, პროფესორი ლევან ალექსიძე რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის დამოუკიდებელი წევრის რანგში ემსახურებოდა ევროპის მასშტაბით დისკრიმინაციის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების განხორციელებას.

სწორედ დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ადამიანის უფლებების სხვადასხვა მიმართულებით წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებმა კვლევის შედეგები კონფერენციის გენდერული თანასწორობა და ქალის უფლებები თანამედროვე დისკორსში ფარგლებში.

2021 წლის 27 მარტს გამართული კონფერენცია ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის  მიერ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU) და  თსუ გენდერისა და სამართლის კვლევითი და სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელთან თანამშრომლობით დაგეგმილი ღონისძიებების დამაგვირგვინებელი ღონისძიება გახლდათ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსისა და ექსპერტების ისე როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ანალიტიკური ორგანიზაცია Geocase-ის, თსუ-ს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის წარმომადგენლების, დისკუსანტებისა და ჟიურის წინაშე კონფერენციის სხვადასხვა პანელი საერთაშორისო და ეროვნულ დონეებზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ იმგვარი საკითხების განხილვას დაეთმო, როგორიც გახლავთ განდერის ნიშნით ჩადენილი ძალადობა, პანდემია, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორი, ქალთა ადამიანის უფლებების დარღვევები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საერთაშორისო დანაშაულის გენდერული ასპექტები, ქალების როლი მშვიდობის მშენებლობის პროცესში გაეროს უშიშროების საბჭოს N1325 რეზოლუციის ჭრილში, გენდერული დისკრიმინაციის საკითხები ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას, შრომითი მიგრაციის ფემინიზაცია, ქალთა პოლიტიკური უფლებები, სოფლად მცხოვრებ ქალთა დაცვა დისკრიმინაციისგან, ქალთა უფლებები და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა. კონფერენციის მოდერირება აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის დამფუძნებელმა, პროფესორმა მარინა მესხმა გასწია.

კომპეტენტური ჟიურის შეფასებით, ანა მუხაშვილის მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგები საუკეთესოდ იქნა მიჩნეული, მარიამ კახიძისა და თამრიკო ნაჭყებიას ერთობლივი კვლევა კი ჟიურიმ მეორე საუკეთესო ნაშრომად დაასახელა. კონფერენციის მესამე ადგილი გაიყვეს მარიამ მახვილაძის, ლია ჭოლაძისა და გვანცა ძიძიგურის კვლევებმა. სპეციალური – ჟიურის სიმპატიის – პრიზი კი ანა თაბუკაშვილმა დაიმსახურა.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროგრამამ „კანონის უზენაესობის განვითარება საქართველოში“ (PROLoG) და აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა კონფერენციის მონაწილეებს აკადემიური ჯილდოები, საქართველოში გამოცემული და Oxford University Press-ის უახლესი – 2020-2021 წწ გამოცემები და შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს.

 

თარიღი

მარ 27 - 31 2021
Expired!

დრო

All Day

Leave your thought