ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილი შეხვედრების ციკლი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეხვედრით დასრულდა

ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილი შეხვედრების ციკლი
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეხვედრით დასრულდა

აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ შეხვედრების ციკლი 2021 წლის 21 მარტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეხვედრით დასრულდა.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების განმტკიცებისა და ევროპის კონტინენტზე სახელმწიფოთა მიერ შესაბამისი პრაქტიკის დანერგვაში ხელშეწყობას პროფესორი ლევან ალექსიძე საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან 12 წლის განმავლობაში რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულიკომისიის დამოუკიდებელი წევრის რანგში ემსახურებოდა.

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა საქართველოს მასშტაბით შერჩეულ მონაწილეებს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამართლებრივი ჩარჩოსა და პრაქტიკის განვითარების წამყვან პროფესიონალებთან დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა მისცა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში თამარ საბედაშვილი, აკადემიკოს ლევან ალექსიძის ფონდის დამფუძნებელი პროფესორი მარინა მესხი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჩიხლაძე, გაეროს უშიშროების საბჭოს N1325 რეზოლუციის პრაქტიკული შედეგების გლობალური კვლევის მაღალი დონის მრჩეველთა ჯგუფის წევრი იულია ხარაშვილი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ანა კაკუშაძე და მარკ ჰულსტი, ასევე პროფესორი ქეთევან ხუციშვილი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის სტანდარტების თეორიულ და პრაქტიკულ მხარეებს ინტერაქციული დისკუსიების ფორმატში განიხილავდნენ.

მონაწილეებმა აკადემიური და პრაქტიკული ინფორმაცია თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან მიიღეს შემდეგ საკითხებზე: გენდერული თანასწორობა და ქალის ადამიანის უფლებები; გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და სახელმწიფოთა მონიტორინგი გაერთიანებული ერებისა და ევროპის საბჭოს ფარგლებში;  ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხი გაერთიანებული ერების, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დღის წესრიგებში; გენდერი და მიგრაციული პროცესები: თანამედროვე გამოწვევები.

შეხვედრების ციკლი ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 95 წლის იუბილესაღსანიშნავად აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის მიერ 2021 წლის დასაწყისიდან განხორციელებულიღონისძიებების ნაწილია. 13-21 მარტს შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარებისსააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის განვითარება საქართველოში“ (PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან(GAU) და თსუ გენდერისა და სამართლის კვლევითი და სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელთან თანამშრომლობითჩატარდა.

თარიღი

მარ 13 - 21 2021
Expired!

Leave your thought