კონფერენცია: გენდერული თანასწორობა და ქალის უფლებები თანამედროვე დისკორსში

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და
აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის განვითარება საქართველოში“ (PROLoG)

პროგრამის მხარდაჭერით

გიწვევთ

გენდერული თანასწორობა და ქალის უფლებები თანამედროვე დისკორსში

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნავად კონფერენცია იმართება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU) და
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერისა და სამართლის კვლევითი და სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელთან თანამშრომლობით

კონფერენციის მიზანია დისკრიმინაციის აღმოფხვრის, გენდერული თანასწორობისა და ქალის უფლებების შესახებ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო კვლევაზე დაფუძნებული ინფორმირებული დისკუსიის ხელშეწყობა.

კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია:

  • ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება – გაეროს უშიშროების საბჭოსა და ნატოს საქმიანობის ჭრილში;
  • საერთაშორისო დანაშაულის გენდერული ასპექტები;
  • გენდერი და ინფრასტრუქტურა;
  • მიგრაციის გენდერული განზომილება ახალი კორონავირუსის პირობებში;
  • ძალადობრივი დანაშაული და ქალი;
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების გენდერული განზომილება;
  • სოფლად მცხოვრები ქალები, სოფლის განვითარება და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტი;
  • ქალთა უფლებები და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა;
  • პოლიტიკური უფლებები, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მონაწილეობა;
  • ევროპის საბჭოსა და გაეროს მიერ განვითარებული ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვის სტანდარტები.

ინტერდისციპლინურ კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო ნებისმიერი პროგრამის სტუდენტებს, აკადემიის წარმომადგენლებსა და კონფერენციის თემებზე მომუშავე პრაქტიკოს სპეციალისტებს.

კონფერენციაში მონაწილეების შერჩევა ნაშრომის არაუმეტეს 500 სიტყვიანი აბსტრაქტის საფუძველზე მოხდება. აბსტრაქტების განხილვისას ყურადღება გამახვილდება საკვლევი თემის აქტუალობასა, დასკვნების სიახლესა და კვლევის შედეგების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე.

აბსტრაქტის ელექტრონულად წარდგენის დრო: 2021 წლის 20 მარტის 18:00 სთ.

კონფერენცია ჩატარდება 2021 წლის 27 მარტს zoom-ის მეშვეობით.

შერჩეული სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორს აკადემიური ჯილდოები, კონფერენციის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემა.

დამატებითი ინფორმაციისა და აბსტრაქტების წარმოსადგენად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: laf@laf.ge; Irina.agapishvili@gau.edu.ge

 

2021 წლის 13-21 მარტის შეხვედრების ციკლი ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწისდაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის მიერ 2021 წლის დასაწყისიდან განხორციელებული ღონისძიებების ნაწილია.

აკადემიკოს ლევან ალექსიძის იუბილეს აღსანიშნავი პირველი ღონისძიება 2021 წლის 16 იანვარს გაიხსნა საქართველოს მასშტაბით 70-ზე მეტი მონაწილისთვის. აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის ვირტუალური საკვირაო სკოლა ქალის მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU) თანამშრომლობით, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით წარიმართა, 13 თებერვალს წარმატებით დასრულდა.

თარიღი

თებ 25 2021 - მარ 20 2021
Expired!

დრო

All Day

Leave your thought