შეხვედრების ციკლი: გენდერული თანასწორობა

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და
აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის განვითარება საქართველოში“ (PROLoG)

პროგრამის მხარდაჭერით

გიწვევთ

გენდერული თანასწორობის საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირება:
თანამედროვე გამოწვევები

შეხვედრების ციკლში მონაწილეობის მისაღებად

ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნავად საჯარო ლექციათა ციკლი იმართება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU) და
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერისა და სამართლის კვლევითი და სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელთან თანამშრომლობით

პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ხელმძღვანელობით წარმართული შეხვედრების ციკლის ფარგლებში საერთაშორისო სამართლებრივი თეორიისა და პრაქტიკის გარშემო დისკუსია შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა გენდერული თანასწორობა და ქალის ადამიანის უფლებები; გენდერი და მიგრაციული პროცესები: თანამედროვე გამოწვევები; ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხი გაერთიანებული ერების, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დღის წესრიგებში; გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და სახელმწიფოთა მონიტორინგი გაერთიანებული ერებისა და ევროპის საბჭოს ფარგლებში.

შეხვედრების ციკლი ქართულ ენაზე რვა დისტანციურ სესიას გააერთიანებს. შეხვედრები ჩატარდება 2021 წლის 13-14 მარტსა და 20-21 მარტს, zoom-ის გამოყენებით.

საჯარო ლექციების მსმენელი შეიძლება იყოს საქართველოში ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სკოლის მოსწავლე, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • სწავლობს საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და აქვს სტუდენტის მოქმედი სტატუსი ან სწავლობს საქართველოში ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში XI ან XII კლასში;
  • ფლობს სახელმწიფო ენას;
  • დაინტერესებულია გენდერული თანასწორობისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებით;
  • აქვს მზაობა, სრულად დაესწროს დაგეგმილი შეხვედრების ციკლს.

მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება მოტივაციისა და თემატიკასთან დაკავშირებული გამოცდილების საფუძველზე. შემოსული განაცხადების შეფასების მიზნით შექმნილი კომისიის მიერ შერჩეულ მონაწილეებს შეხვდებიან საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობის გამოცდილების მქონე სფეროს წამყვანი სპეციალისტები.

ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნავ ღონისძიებათა ციკლში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2021 წლის 10 მარტის 18:00 საათამდე გთხოვთ, მიჰყვეთ შემდეგ ბმულს.

პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდით: laf@laf.ge; Irina.agapishvili@gau.edu.ge

2021 წლის 13-21 მარტის შეხვედრების ციკლი ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის მიერ 2021 წლის დასაწყისიდან განხორციელებული ღონისძიებების ნაწილია.

აკადემიკოს ლევან ალექსიძის იუბილეს აღსანიშნავი პირველი ღონისძიება 2021 წლის 16 იანვარს გაიხსნა საქართველოს მასშტაბით 70-ზე მეტი მონაწილისთვის. აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის ვირტუალური საკვირაო სკოლა ქალის მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU) თანამშრომლობით, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით წარიმართა, 13 თებერვალს წარმატებით დასრულდა.

თარიღი

მარ 01 - 21 2021
Expired!

დრო

All Day

Leave your thought