აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ და აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის დირექტორმა მარიკა ჭუმბურიძემ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართულია საგანმანათლებლო საქმიანობის, სამართლებრივი კვლევებისა და სამართლის პოპულარიზაციის ხელშეწყობისკენ.
დოკუმენტის საფუძველზე მხარეები ერთობლივად განახორციელებენ სასწავლო პროექტებს, ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებს, თემატურ სემინარებს და კონფერენციებს – დაგეგმავენ მოკლევადიან სასწავლო პროგრამებს ახალგაზრდების სამართლებრივი მართლშეგნების დონის ამაღლების მიზნით.
მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა და მხარეებმა უკვე დაიწყეს ერთობლივ პროექტზე მუშაობა. კერძოდ, სტუდენტებისთვის განხორციელდება ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე იმიტირებული სასამართლო პროცესი.
იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 5 წლის ვადით გაფორმდა.

თარიღი

ოქტ 29 2020
Expired!

დრო

8:00 am - 6:00 pm

Leave your thought