(+995) 5 93 32 79 01 laf@laf.ge

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი (ქართულენოვანი ტურნირი)

იმიტირებული სასამართლო პროცესი ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე
(2020 წლის რაუნდი)

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით გიწვევთ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

იმიტირებული სასამართლო პროცესი იმართება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU) და თსუ გენდერისა და სამართლის კვლევითი და სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელთან თანამშრომლობით. 

  • იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს; ერთი უნივერსიტეტიდან ერთზე მეტი გუნდის დარეგისტრირება დაშვებულია;
  • თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 და არაუმეტეს 5 სტუდენტისგან; გუნდის ყველა წევრი უნდა წარმოადგენდეს ერთი და იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას;
  • იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირი შედგება 2 ეტაპისგან − წერითი და ზეპირი რაუნდები; ზეპირ რაუნდში მონაწილეობას მიიღებს წერითი რაუნდის საფუძველზე გამოვლენილი 10  საუკეთესო გუნდი.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირის დასკვნითი (ზეპირი) რაუნდი გაიმართება კომუნიკაციის დისტანციური საშუალებების გამოყენებით, 2020 წლის 28-29 ნოემბერს.

მონაწილეობის მსურველმა გუნდმა რეგისტრაციისათვის უნდა ჩამოტვირთოს აპლიკაციის ელექტრონული ფორმა და მიჰყვეს ბმულზე მოცემულ ინსტრუქციას.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 5 ნოემბერი, 18.00 საათი.

დამატებით იხილეთ: კონკრუსის წესები და განრიგი.

საორგანიზაციო გუნდს დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით:  აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი: laf@laf.ge; ირინა აღაპიშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU): Irina.agapishvili@gau.edu.ge

Leave your thought