აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა ბავშვთა დაცვის დღე გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით აღნიშნა

 

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა დოქტორ ღასან ხალილს, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, უმასპინძლა ბავშვთა დაცვის დღის კვირეულის აღსანიშნად 2021 წლის 1 ივნისს. ბავშვთა სპეციალური საჭიროებების ხაზგასმის მნიშვნელობასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ ბავშვები საკუთრი უფლებების მქონე დამოუკიდებელი სუბიექტები არიან. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო სისტემის განხილვა იმ მინიმალური სტანდარტების ჭრილში წარიმართა, რომელსაც საერთაშორისო სამართალი აწესებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ყურადღება ასევე გამახვილდა სახელმწიფოთა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების როლზე საერთაშორისოდ აღიარებული მინიმალური სტანდარტების შემდგომი განვითარების პროცესში ეროვნულ დონეზე ბავშვის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად წარმოსაჩენად და ბავშვთა დაცვის სფეროში მიზნობრივი და ფართო ინვესტირებით მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

პროფესორ ლევან ალექსიძის წვლილის აღნიშვნისას როგორც საქართველოში, ისე ევროპის საბჭოსა და გაეროს ფარგლებში სხვადასხვა მანდატით მოქმედებისას, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობა განსაკუთრებით იყო ხაზგასმული. აღინიშნა, რომ ქართულ ენაზე ბავშვის უფლებების დაცვის უნივერსალური მექანიზმის სულისკვეთებისა და შინაარსის უკეთ წარმოსაჩენად, სხვა წვლილთან ერთად, აკადემიკოსი ლევან ალექსიძე წიგნის – ბავშვის უფლებები საერთაშორისო სამართალში – ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანის სამეცნიერო თანარედაქტორი გახლავთ. პუბლიკაციის ქართულ ენაზე გამოცემა კი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

 

 

2021 წლის ვებინარი ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის მიერ 2021 წლის დასაწყისიდან განხორციელებული ღონისძიებების ნაწილია.

თარიღი

ივნ 01 - 03 2021
Expired!

Leave your thought