სკოლის მოსწავლეთა შაბათის კლუბი „ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტები და საქართველო“
- თებერვალი 25, 2020
აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) გიწვევთ სკოლის მოსწავლეთა შაბათის კლუბში: „ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტები და საქართველო“
სკოლის მოსწავლეთა შაბათის კლუბის სასწავლო პროგრამა განკუთვნილია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის.
კლუბში თქვენ გასწავლიან და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში დაგეხმარებიან მაღალკვალიფიციური იურისტები, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ, სასამართლო და კონტროლის განმახორციელებელ დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოებში, საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებში ასევე არასამთავრობო სექტორში წარმატებული მუშაობის გამოცდილება აქვთ. სკოლის მოსწავლეთა შაბათის კლუბის დისკუსიები შეეხება სამოქალაქო განათლებისა და პრაქტიკული სამართლის აქტუალურ საკითხებს ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების ჭრილში.
თუ გსურთ სკოლის მოსწავლეთა შაბათის კლუბში მონაწილეობა, გთხოვთ, 2020 წლის 27 თებერვლის ჩათვლით ელექტრონული ფოსტითგამოგზავნეთ შევსებული განაცხადის ფორმა მისამართზე: marymeskhi@gmail.com
სკოლის მოსწავლეთა შაბათის კლუბის სასწავლო პროგრამა მოიცავს 14 კვირას (7 მარტი – 6 ივნისი, 2020).
შეხვედრები/სწავლება ჩატარდება ყოველ შაბათს 12:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე.
სკოლის მოსწავლეთა შაბათის კლუბში ლექციებში, პრაქტიკულ და ანალიტიკურ კომპონენტებში, მათ შორის – დებატებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესში, წარმატებით მონაწილეობის შედეგად მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემათ.
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ, მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: პროფესორი მარინა მესხი, სამართლის დოქტორი
ტელეფონი: 577 931001
ელექტრონული ფოსტა: marymeskhi@gmail.com