აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის თბილისის საერთაშორისო სამართლის აკადემიის 2023 წლის გამოშვება

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [FR-21-11588] პროექტის ფარგლებში „ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვა: საქართველოს თანამედროვე გამოწვევების კრიტიკული ანალიზი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების ჭრილში“  მორიგ ჯერზე უმასპინძლა აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის თბილისის საერთაშორისო სამართლის აკადემიას (2023 წლის გამოშვება).

აკადემიამ საერთაშორისო სამართლით, დისკრიმინაციის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლებრივი და ეროვნული ჩარჩოების კვლევით დაინტერესებულ აუდიტორიას საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით სხვადასხვა თემატური სესიის ფარგლებში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული და უნივერსალური სტანდარტებისა და შესაბამისი მონიტორინგის მექანიზმების  გაცნობის შესაძლებლობა მისცა. 

თემატური დისკუსიები, სხვებთან ერთად, შემდეგი საკითხების განხილვას დაეთმო: მიგრანტთა ინსტრუმენტალიზაცია, როგორც ჰიბრიდული ომის წარმოების საშუალება, ჩაძირვის საფრთხის ქვეშ მყოფი კუნძულებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი, ადამიანის უფლებების დაცვისა და სახელმწიფოთა პერსპექტივა ლტოლვილთა დაცვისას, დისკრიმინაციაზე რეაგირება სისხლის სამართლის საერთაშორისო ინსტიტუციების პრაქტიკაში; სპეციალური ყურადღება გამახვილდა იმგვარ საკითხებზე, როგორებიც გახლავთ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გამოწვევები მიგრაციის რეგულირების კონტექსტში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების საზედამხედველო ორგანოების პრაქტიკა მიგრაციის მართვის საკითხებზე, გენდერული დისრკიმინაცია და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ადამიანის უფლებებისა და მიგრაციული პროცესების ურთიერთმიმართების გამოწვევები XXI საუკუნეში, პირადი ცხოვრების დაცვის სტანდარტი და გამოწვევები, ICSID-ის პრეცედენტული სამართლის მნიშვნელობა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის: უცხოური პირდაპირი ინვესტიციების დაცვა საქართველოში.

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის თბილისის საერთაშორისო სამართლის აკადემია
(
2023 წლის გამოშვება)

განხორციელდა
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით

[FR-21-11588] პროექტის ფარგლებში

ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვა: საქართველოს თანამედროვე გამოწვევების კრიტიკული ანალიზი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების ჭრილში

შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის ორგანიზებით, თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით

თარიღი

დეკ 30 2023
Expired!

დრო

All Day

Leave your thought