საქართველო და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია: თანამშრომლობის ისტორია და პერსპექტივები

2020 წლიდან აკადემიკოს ლევან ალექსიძის ფონდმა 5 ივლისი საერთაშორისო სამართლის დღედ დააწესა. ეს დღე იმ ღირებულებების გარშემო ინფორმირებული დისკუსიის კიდევ ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს, რომელთა საფუძველზე საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე პროფესორმა ლევან ალექსიძემ საქართველოს საერთაშორისო სამართლის სკოლა დააფუძნა. ამ ჭრილში ცხადდება ინტერდისციპლინარული კონფერენცია

 

საქართველო და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია:

თანამშრომლობის ისტორია და პერსპექტივები

 

1992 წლის 31 ივლისს საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი გახდა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს 6 ივლისის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.

პროფესორი ლევან ალექსიძე გაეროს შტაბ-ბინაში როგორც ნიუ-იორკში, ისე ჟენევაში მუშაობის დიდი გამოცდილებით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აქტიური მონაწილე გახლდათ გაეროს დოკუმენტის სახით გავრცელებული მოხსენებების შექმნისა. ეს დოკუმენტები აფხაზეთში, საქართველო, ქართველი მოსახლეობის მიმართ ეთნიკური წმენდის/გენოციდის პოლიტიკის ფაქტების დამდგენი სახელმწიფო კომისიის მომზადებული იყო, რომელსაც საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებელი ლევან ალექსიძე თავმჯდომარეობდა.

2019 წლის 31 ივლისამდე აკადემიკოსი ლევან ალექსიძე საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების, ისე როგორც სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობის ჭრილში, აქტიურად გახლდათ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველმყოფი საერთაშორისო სამართლებრივი  ჩარჩოს განვითარების პროცესში ჩართული.

2021 წლის 31 ივლისს აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ცენტრი  უმასპინძლებენ კონფერენციას საქართველო და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია: თანამშრომლობის ისტორია და პერსპექტივები.

კონფერენციის მიზანია საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობის შესახებ ინფორმირებული აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობა.

კონფერენციის მიმართულებებია:

  • საქართველოს თანამშრომლობა გაეროს სააგენტოებსა და სპეციალიზებულ დაწესებულებებთან
  • საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა
  • ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოს გაეროსთან თანამშრომლობით

კონფერენციაში მონაწილეების შერჩევა ნაშრომის არაუმეტეს 500 სიტყვიანი აბსტრაქტის საფუძველზე მოხდება. აბსტრაქტების განხილვისას ყურადღება გამახვილდება საკვლევი თემის აქტუალობასა, დასკვნების სიახლესა და კვლევის შედეგების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე.

აბსტრაქტების ელექტრონულად წარმოსადგენად გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს.

აბსტრაქტის ელექტრონულად წარდგენის დრო: 2021 წლის 20 ივლისის 20:00 სთ.

კონფერენცია ჩატარდება 2021 წლის 31 ივლისს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების მეშვეობით.

შერჩეული სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორს აკადემიური ჯილდოები, კონფერენციის ყველა მონაწილეს შესაბამისისერთიფიკატი გადაეცემა.

დამატებითი ინფორმაციისა და აბსტრაქტების წარმოსადგენადგთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: laf@laf.geIrina.agapishvili@gau.edu.ge

 

2021 წლის 31 ივლისის ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის მიერ 2021 წლის დასაწყისიდან განხორციელებული ღონისძიებების ნაწილია.

 

თარიღი

ივლ 05 - 31 2021
Expired!

დრო

All Day

Leave your thought