ლევან ალექსიძის ლექციების სერიის საინაუგურაციო ლექცია ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორმა ჩაატარა

ლევან ალექსიძის მემკვიდრეობის გასაგრძელებლად და მისი სახელის უკვდავსაყოფად დაარსდა ლევან ალექსიძის ლექციების სერია, რომლის მიზანია საერთშორისო სამართლის სხვადასხვა თემაზე საქართელოსა თუ საზღვარგარეთ საჯარო ლექციების ორგანიზება აკადემიკოს ლევან ალექსიძის პატივსაცემად და მისი სახელის ქვეშ.

ამ ლექციების სერიის საინაუგურაციო ლექცია 2019 წლის 16 დეკემბერს, თბილისში, ლეიდენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) პროფესორმა და სამართლის სკოლის ყოფილმა დეკანმა, აკადემიკოს ლევან ალექსიძის ნაცნობმა, პროფესორმა რიკ ლოუსენმა ჩაატარა.

ლექცია ეხებოდა მიგრანტების დაცვას დისკრიმინაციისაგან. ლექციის ფარგლებში პროფესორმა ლოუსენმა ყურადღება გაამახვილა აკადემიკოს ლევან ალექსიძის ღვაწლზე ზოგადად დისკრიმინაციასთან ბრძოლაში, მან პარალელი გაავლო პროფესორ კლევრინგასთან, რომელიც ნიდერლანდების ნაზისტების მიერ ოკუპაციისას საუნივერსიტეტო სივრცეში ებრაელთა წინააღმდეგ დისკრიმინაციას აპროტესტებდა და ამ ჭრილში ისაუბრა ზოგადად თანამედროვეობაში დისკრიმინაციის აღმოფრხვრის მნიშვნელობაზე და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის როლზე დისკრიმინაციასთან ბრძლის კუთხით.

ლექცია სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებისაგან შემდგარ აუდიტორიაში ჩატარდა. დისკუსიის დროს პროფესორმა ლოუსენმა ასევე ყურადღება გაამახვილა მგირანტთა კრიზისზე ევროპაში, რასისტულ განწყობებსა და იმ სტერეოტიპებზე, რაც თან სდევს მიგრანტთა დიდი ნაკადების შემოდინებას ქვეყანაში.

თარიღი

დეკ 16 2019
Expired!

დრო

8:00 am - 6:00 pm