აკადემიკოს ლევან ალექსიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ჟენევის 1949 წლის კონვენციების თემაზე

25 ოქტომბერს, ჟენევის 1949 წლის კონვენციების 70 წლის აღსანიშნავად, გაიმართა საერთაშორისო თემატური კონფერენცია “ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა შეიარაღებული კონფლიქტების დროს”.

საერთაშორისო კონფერენცია აკადემიკოს ლევან ალექსიძეს, საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებელს მიეძღვნა. კონფერენციის ფარგლებში კვლევის შედეგები წარმოადგინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, გოეთეს უნივერსიტეტის (ფრანქფურტი, გერმანია), ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის (ოდერის ფრანქფურტი, გერმანია), წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ოფისების, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

კონფერენციის მსვლელობისას სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარებმა განიხილეს გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მრავალი პრობლემური საკითხი შეიარაღებული კონფლიქტის დროს. დისკუსიები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ფარგლებში ნაწარმოები კვლევების გარშემო წარიმართა.

თემატური კონფერენცია, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტეის მიერ ერთობლივად იყო ორგანიზებული.

თარიღი

ოქტ 25 2019
Expired!