27 იანვარი: ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს ცნობიერების ამაღლებისა და კვლევის ხელშემწყობი ღონისძიებებით აღნიშნავს
აკადემოკის ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი, აკადემიკოს ლევან ალექსიძესთან ერთად საფუძველჩაყრილი ტრადიციისამებრ, 27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს კვლევითი და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებით აღნიშნავს.
საერთაშორისო სამართლებრივი კვლევის ჭრილში ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოში წლების წინ აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ და პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა ჩაუყარეს საფუძველი.
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისთვის 2023 წელს გაეროს მიერ არჩეული თემა სახლი და კუთვნილებაა. აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობითა და კვლევის წასახალისებლად, ახალგაზრდა მკვლევარებისთვის ბიძგის მისაცემად ჰოლოკოსტის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით კვლევითი პროექტების განხორციელებით საკითხის შესწავლით დაინტერესებული ახალგაზრდები ჩართო.
საკვლევ საკითხთა შორის გამოიკვეთა ჰოლოკოსტი და საერთაშორისო გამოხმაურება: ებრაელი ლტოლვილები და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საემიგრაციო პოლიტიკა; „დუმილითჩადენილი დანაშაული“; ჰოლოკოსტი, ანუ ნაცისტური „გადარჩევის თეორია“ და საერთაშორისო გამოხმაურება; ჰოლოკოსტი, ებრაელთა მიგრაცია და მსოფლიოს პასუხი ჰოლოკოსტზე; მიგრაციისპრობლემა ჰოლოკოსტის დროს; ჰოლოკოსტი, როგორც მსოფლიო ტრაგედია; ჰოლოკოსტის უარყოფასისხლის სამართალში: სამართლებრივი ჩარჩოები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში; „გვახსოვდეს ჰოლოკოსტი, უარვყოთ მისი უარყოფის ყოველგვარი მცდელობა“; აუშვიცის მბჟუტავი სინათლე; ჰოლოკოსტი – ნაცისტური იდეოლოგიის შედეგი, და სხვ.
კვლევაზე დაფუძნებული ცნობიერების ამაღლების კამპანია აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის დეკანის პროფესორ ზაზა რუხაძისა და თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლის ცენტრის დირექტორის პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ინიციატივით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ტარდება.
Hello there, just became alert to your blog
through Google, and found that it’s really informative.
I’m gonna watch out for brussels. I’ll appreciate if you continue this in future.
Many people will be benefited from your writing. Cheers!
Najlepsze escape roomy