მიგრაციის საუბრები: ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების თავისუფლება 

2021 წლის 16 თებერვალს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი, ევროკავშირის პროექტის – ენიგმა-2 – ფარგლებში, აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდთან თანამშრომლობით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლის ცენტრის მონაწილეობით, მიგრაციის საუბრების სერიის მორიგ საჯარო ლექციას გამართავს. 

საჯარო ლექციის თემა:
ოკუპირებული ტერიტორიებზე გადაადგილების თავისუფლება 

მომხსენებლები:
მარკო ლონგობარდო, სამართლის დოქტორი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, სამართლის დოქტორი, თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლის ცენტრის დირექტორი

მოდერატორი: საბა ფიფია, სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი 

დრო და ადგილი: 
17:00 სთ (თბილისის დრო), zoom-ის მეშვეობით:
https://icmpd.zoom.us/j/94573452745

16 თებერვლის საჯარო ლექცია, რომელიც ინგლისურ ენაზე წარიმართება, ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის მიერ 2021 წლის დასაწყისიდან განხორციელებული ღონისძიებების ნაწილია. 

აკადემიკოს ლევან ალექსიძის იუბილეს აღსანიშნავი პირველი ღონისძიება 2021 წლის 16 იანვარს გაიხსნა საქართველოს მასშტაბით 70-ზე მეტი მონაწილისთვის. აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის ვირტუალური საკვირაო სკოლა ქალის მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით წარიმართა, 13 თებერვალს წარმატებით დასრულდა.

თარიღი

თებ 14 2021
Expired!

დრო

8:00 am - 6:00 pm

Leave your thought