პოდკასტებისა და ბლოგპოსტების სერია
- იანვარი 27, 2024
- 0 Comment
აკადემიკოს ლევან ალექსიძის ფონდი აგრძელებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიციას და წელს გთავაზობთ პოდკასტებისა და ბლოგ პოსტების სერიას, რომელიც ეძღვნება ჰოლოკოსტის, გენოციდისა და რასობრივი დისკრიმინაციის თემების საერთაშორისო სამართლებრივ ანალიზს მსოფლიოში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში.
პოდკასტებისა და პლოგ პოსტების აღნიშნული სერია პირველი პუბლიკაციებით გაეშვა ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღეს 27 იანვარსა და რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის მსოფლიო დღეს 21 მარტს. სერია მთელი წლის განმავლობაში განახლდება და მოიცავს დამატებით სტატიებსა და აუდიო მასალებს.
წინამდებარე სერიის განახლებას აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით „ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვა: საქართველოს თანამედროვე გამოწვევების კრიტიკული ანალიზი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების ჭრილში“ [FR-21-11588] პროექტის ფარგლებში ახორციელებს
[ბლოგპოსტი 1] რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის გამოყენება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქმეზე – უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ