აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ვებინარი მიუძღვნა
- მაისი 30, 2021
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას მიუძღვნა აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა ვებინარი იძულებით გადაადგილებული პირების დაცვა: საერთაშორისო სამართლით დადგენილი დაბრუნების უფლებისა და საქართველოს ეროვნული პოლიტიკის ჭრილში. ღონისძიების ფარგლებში ხაზი გაესვა გაეროსგენერალური ასამბლეის მიერ 2008 წლიდან ყოველ წელს მხარდაჭერილი რეზოლუციის „აფხაზეთიდან, საქართველო, დაცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსისშესახებ“ მნიშვნელობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალის გამოყენებით გამოწვეული დემოგრაფიულიცვლილებების დაგმობის ჭრილში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად საქართველოს ამ ტერიტორიებზე ღირსეულად და უსაფრთხოდდაბრუნების უფლების განმტკიცებაზე. დისკუსია წარიმართა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა დაადამიანის უფლებების გასაუმჯობესებლად რეზოლუციების მნიშვნელობასა და გაეროს გენერალური მდივნის ყოველწლიურანგარიშზე საქართველოს დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე. შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა დაინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პროგრამები და პროგრამების საჭიროებაზე მორგებული პოლიტიკისგანხორციელებასთან დაკავშირებული მიდგომები.
ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აკადემიკოსი ლევან ალექსიძე 1990-იანი წლების დასაწყისში აგრესიული სეპარატიზმისგამოვლინების თანმდევი მოვლენების საერთაშორისოსამართლებრივი კვალიფიკაციის ინიციატორი და გამძღოლიგახლდათ. მისი თავმჯდომარეობით შექმნილი აფხაზეთში, საქართველო, ქართველი მოსახლეობის მიმართეთნიკური წმენდის/გენოციდის პოლიტიკის ფაქტების დამდგენი სახელმწიფო კომისიის მოხსენებები დადასკვნები გაეროს უშიშროების საბჭოს წლების განმავლობაში მიეწოდებოდა და გაეროს დოკუმენტების სახითვრცელდებოდა.