აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღეს ცნობიერების ამაღლების კამპანიით ეხმიანება

აკადემოკის ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი დამკვიდრებულ ტრადიციას აგრძელებს და 27 იანვარს ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღეს ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს უძღვნის.

საერთაშორისო სამართლებრივ ჭრილში ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოში წლების წინ აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ და პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა ჩაუყარეს საფუძველი.

ჰოლოკოსტის შემოქმედთა საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ჰოლოკოსტი და სოციალური მეცნიერებები, ჰოლოკოსტის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში, ჰოლოკოსტის გავლენა ადამიანური ღირებულებების განვითარებაზე არის საკითხები, რომელსაც აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

2020 წლის 27 იანვრის დისკუსიის ფარგლებში, რომელიც ამ დღის აღნიშვნისთვის მიძღვნილი შეხვედრის ფიზიკურ ფორმატში ჩატარების უახლოესი შესაძლებლობა იყო, დისკუსიისას ყურადღება დაეთმო ჰოლოკოსტის უარყოფასა და ანტისემიტიზმს, ჰოლოკოსტის ისტორიის შეცვლას, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებას, ჰოლოკოსტის ფემინისტურ ისტორიასა და ჰოლოკოსტის ფილოსოფიას.

ცნობიერების ამაღლების კამპანია აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის დეკანის პროფესორ ზაზა რუხაძისა და თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლის ცენტრის დირექტორის პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ინიციატივით ტარდება.

თარიღი

იან 27 2022
Expired!

დრო

All Day

Leave your thought