აკადემიკოს ლევან ალექსიძის ფონდმა საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დღე აღნიშნა

17 ივლისს საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური კონფერენცია „საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამოწვევები: 70 წელი ნიურნბერგის პრინციპების მიღებიდან“ აკადემიკოს ლევან ალექსიძეს მიეძღვნა. ​ვებინარის ფორმით ჩატარებულ კონფერენციაში საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე მომუშავე სფეროს პრაქტიკოსებმა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ყოფილი იუგოსლავიისთვის შექმნილი სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალებში გამოცდილების მქონე პრაქტიკოსებმა იმსჯელეს საქართველოს სიტუაციის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში განხილვის გარშემო; თანამედროვე გამოწვევების ჭრილში დისკუსია შეეხო დაზარალებულთა რეპარაციის საკითხს საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში, ისე როგორც სისხლის სამართლის ad hoc საერთაშორისო ტრიბუნალების შემდეგ შექმნილი მექანიზმების ეფექტიანობასა და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების ანალიზს; აკადემიური და პრაქტიკული დისკუსია წარიმართა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემოც, როგორიცაა რომის სტატუტით გათვალისწინებული „მართლმსაჯულების ინტერესის“ ინტერპრეტაციისას წარმოშობილი სირთულეები, არასახელმწიფოებრივი წარმონაქმნების პასუხისმგებლობის პრობლემები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, ასევე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ურთიერთმიმართება.

17 ივლისს სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების მსოფლიო დღე საქართველოში 2012 წლიდან აკადემიკოს ლევან ალექსიძისა და პროფესორ ქეთევან ხუციშვილის მიერ დადგენილი ყოველწლიური კონფერენციით აღინიშნება.

თარიღი

ივლ 17 2020
Expired!

დრო

9:45 am - 2:00 pm

Leave your thought