აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის თბილისის საერთაშორისო სამართლის აკადემია ტრადიციად იქცევა

 

აკადემიკოს ლევან ალექსიძის მოწაფეებმა, მისი პროფესიული მემკვიდრეობის გაგრძელების, მომდევნო თაობებისთვის საერთაშორისო სამართლის შესწავლისა და კვლევის შესაძლებლობების განვითარების მიზნით ღვაწლმოსილი მეცნიერის, დიდი მასწავლებისა და სახელმწიფო მოღვაწის სახელობის საერთაშორისო სამართლის აკადემიას ჩაუყარეს საფუძველი.

პირველი გამოშვების ფარგლებში, აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის თბილისის საერთაშორისო სამართლის აკადემიის მსმენელებს საერთაშორისო სამართლის მრავალ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის წამყვან სპეციალისტებთან დისკუსიის შესაძლებლობა მიეცათ.

აკადემიის სხვადასხვა ბლოკში გაერთიანებული თემების ფარგლებში დისკუსიებმა საერთაშორისო სამართლის განვითარების თეორიული საკითხებზე მსჯელობის პარალელურად გააერთიანა საქართველოსთვის აქტუალური საკითხები, როგორებიც გახლავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები, ტრანსნაციონალური და საერთაშორისო დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლისა და შესაბამისი ინსტიტუციური ჩარჩოს განვითარების საჭიროებები, დისკრიმინაციისგან დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს აღსრულების მექანიზმები და სირთულეები, ისე როგორც ინვესტორთა დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის თბილისის საერთაშორისო სამართლის აკადემია ტრადიციად იქცევა და შემდგომი გამოშვევების ფარგლებში საქართველოსთვის აქტუალურ მრავალ საკითხს დაეთმობა პროფესიული დისკუსიები.

თარიღი

ივლ 07 2022
Expired!

დრო

All Day

Leave your thought