(+995) 5 93 32 79 01 laf@laf.ge

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა ვირტუალური მწვანე ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლა

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების საქმეში ვირტუალური მწვანე ბანაკის ფარგლებში ჩაერთო.

ფონდის უფროსი მკლევარი სამართლის დოქტორი საბა ფიფია საქართველოს მასშტაბით შერჩეულ ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო და საქართველოში არც თუ ისე აქტიურად შესწავლილ საკითხზე – ცხოველთა დაცვა გლობალურად და საქართველოში – ესაუბრა.

ვირტუალური მწვანე ბანაკის ასზე მეტმა მონაწილემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კლასგარეშე აქტივობებში ჩართვით უნარ-ჩვევების განვითარებისა და ახალი ცოდნის შეძენის შესაძლებლობა მიიღო.

ესეების კონკურსში, ისე როგორც კონკურსებში: „დედამიწა ჩვენი სახლია“, „ჩემი მხარე“, სხვ. მონაწილეობის პარალელურად ახალგაზრდებმა მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტში სამართლის დოქტორ საბა ფიფიას ჩატარებული სამეცნიერო კვლევის საფუძველზე მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით შეიძინეს ცოდნა.

Leave your thought