საერთაშორისო კონფერენცია ჟენევის 1949 წლის კონვენციების თემაზე
- ოქტომბერი 25, 2019
2019 წლის 25 ოქტომბერს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ჟენევის 1949 წლის კონვენციების 70 წლის აღსანიშნავად საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.
საერთაშორისო კონფერენცია აკადემიკოს ლევან ალექსიძეს, საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებელს ეძღვნება.
კონფერენციის ფარგლებში კვლევის შედეგებს წარმოადგენენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, გოეთეს უნივერსიტეტის (ფრანქფურტი, გერმანია), ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის (ოდერის ფრანქფურტი, გერმანია), წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ოფისების, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.
კონფერენციის მსვლელობისას სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარები განიხილავენ გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მრავალ პრობლემურ საკითხს შეიარაღებული კონფლიქტის დროს. დისკუსიები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ფარგლებში ნაწარმოები კვლევების გარშემოწარიმართება.
კონფერენცია თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტეის მიერ ერთობლივად არის ორგანიზებული. კონფერენციის მხარდამჭერია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.