შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართალი და ცხოველები – LAF-ის წვლილი აკადემიურ დისკურსში

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, სამართლის დოქტორმა საბა ფიფიამ, საჯაროდ წარმოადგინა სამეცნიერო კვლევის შედეგები საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მზარდი ყურადღების ქვეშ მყოფი ერთ-ერთი საკითხის გარშემო.  მისი ავტორობით სამეცნიერო სტატია „ომის დავიწყებული მსხვერპლები: ცხოველები და შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართალი”, ცხოველების საკითხებისათვის მიძღვნილ აშშ-ის ყველაზე ძველ სამართლის ჟურნალში „ცხოველთა სამართლის მიმოხილვა“ გამოქვეყნდა. დოქტორმა ფიფიამ კვლევის შედეგები ასევე წარადგინა საერთაშორისო სიმპოზიუმზე „ცხოველები ომსა და კატასტროფებში“, რომელიც დიდ ბრიტანეთში მოქმედი კვლევითი ცენტრის „გლობალური კვლევითი ქსელის“ ორგანიზებით გაიმართა.

სტატიის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე: https://www.animallaw.info/article/forgotten-victims-war-animals-and-international-law-armed-conflict

თარიღი

სექ 19 2022
Expired!

დრო

All Day

Leave your thought