გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური აქტივიზმის აღნიშვნას აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი უერთდებიან
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური აქტივიზმის აღნიშვნას
აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი უერთდებიან
აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერილი პროექტის „ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვა: საქართველოს თანამედროვე გამოწვევების კრიტიკული ანალიზი საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში“ [FR-21-11588] ფარგლებში გენდერული ნიშნით ძალადობის 16 დღიანი კამპანიის დაწყებას აღნიშნავს.
25 ნოემბერს, 15:00 სთ-დან პროექტის ფარგლებში წარმოებული კვლევის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევარებისთვის ბიძგის მისაცემად დაგეგმილი სამეცნიერო დისკუსია რომელიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სივრცეში გაიმართება, უკავშირდება დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გარშემო მეცნიერულ დისკუსიას:
მ.ალექსიძის ქუჩა N 10
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
საკონფერენციო დარბაზი (N200)
დისკუსია კინოჩვენებისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე შექმნილი მასალის საფუძველზე ჩატარდება.
მეცნიერული კვლევის სწორად დისემინაციის მეშვეობით სამეცნიერო დისკუსია ხელს შეუწყობს საზოგადოებაში გავრცელებული მითების მსხვრევას. სამეცნიერო დისკუსიის ფარგლებში წარმოჩინდება ადამიანთა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, როგორიც დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი ქალი შეიძლება იყოს, ორმაგი ან სამმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლად გახდომის რისკები და ამ მიმართულებით როგორც სამეცნიერო კვლევის, ისე პრაქტიკული მუშაობის გაძლიერების საჭიროება.
ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვა უპირველესად აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანმა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთანხმებული უფლებებით სარგებლობა შეძლოს. დისკრიმინაციისგან ადამიანების დაცვის ვალდებულება საქართველოს აღებული აქვს უნივერსალური და რეგიონული საერთაშორისო სამართლებრივი შეთანხმებების ჭრილში. საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, რომ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.“ ეს კი განსაკუთრებით ადამიანის უფლებების სრულფასოვანი სამართლებრივი ჩარჩოს უზრუნველყოფისთვის არის მნიშვნელოვანი.
მხარდაჭერილია სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ