ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU) თანამშრომლობით

უმასპინძლებს

ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას

ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენცია:
70
წელი განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანების მცველი?

ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, რომელსაც 2001 წლიდან, ყოველწლიურად მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყანა უერთდება, საქართველოში კი ამ დღის აღნიშვნა პროფესორ ლევან ალექსიძის აქტიური მონაწილეობით წლების მანძილზე ტრადიციად დამკვიდრა და მისი ხელმძღვანელობით 2019 წლის ივნისშიც ჩატარდა,  აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციას 2021 წლის 20 ივნისს უმასპინძლებს.

სამეცნიერო კონფერენციის მიზანია ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის, იძულებითი საერთაშორისო მიგრაციის კონტექსტში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის როლისა და განსაკუთრებით მოწყვლად პირთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო კვლევაზე დაფუძნებული ინფორმირებული აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობა.

კონფერენციის ფარგლებში საკვლევი საკითხებია:

  • 1951 წლის ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენციის ახალი ფაკულტატური ოქმის საჭიროება?
  • ლტოლვილთა შესახებ გლობალური კომპაქტი: ახალი სიო 1951 წლის კონვენციის ეფექტიანად განსახორციელებლად?
  • თავშესაფრის საერთო ევროპული სისტემა: ჯერ კიდევ სამუშაო ვერსია?
  • ევროპის საბჭო და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლი თავშესაფრის მაძიებლები: ახალი თუ ახლებურად ინტერპრეტირებული მიდგომა?
  • საქართველოს პოლიტიკური დაახლოება ევროკავშირთან და ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალი
  • ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ურთიერთმიმართება საერთაშორისო დაცვის ჭრილში
  • სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კოლიზია საერთაშორისო დაცვის ძიებისას: საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკა
  • ლტოლვილები, სახელმწიფო საზღვრები და სამართალი
  • სახელმწიფოთაშორისი იძულებითი მიგრაციის ეკონომიკური ზეგავლენა – გამოწვევა განვითარებული ქვეყნებისთვის?
  • კლიმატის ცვლილება და საერთაშორისო იძულებითი მიგრაცია: სამართალში დაკარგული ურთიერთმიმართება?
  • იძულებითი საერთაშორისო მიგრაციის განმაპირობებელი მიზეზებისიდენტიფიცირება და აღმოფხვრა – გზა იძულებითი მიგრაციის შემცირებისკენ
  • ჰუმანიტარული კრიზისები და იძულებითი საერთაშორისო მიგრაცია: მიზეზები და შედეგები
  • სახელმწიფოთშორის იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვა პანდემიის პირობებში: გამოცდილება და შესაძლებლობები
  • თავშესაფრის მაძიებელი ქალების უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები და გამოწვევები
  • თავშესაფრის მაძიებელი ბავშვების განსაკუთრებული საჭიროებები
  • საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაცია მიმღებ საზოგადოებებში – დასკვნები არაერთგვაროვანი პრაქტიკიდან
  • მოწყვლადი პირების დაცვა ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალში: სტანდარტებისა და პრაქტიკის ანალიზი
  • ლტოლვილები, 1951 წლის კონვენცია და დასაქმებასა და ჯანდაცვის მომსახურებაზე წვდომა
  • იძულებითი საერთაშორისო მიგრაციის საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოს დამატებითი ღირებულება ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად
  • გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და საერთაშორისო დაცვის საჭიროების მქონე პირები
  • საერთაშორისო ინსტიტუტების როლი 1951 წლის კონვენციის განხორციელების პროცესში
  • ეროვნული სასამართლოები და 1951 წლის კონვენციის იმპლემენტაცია
  • ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალი და პოლიტიკური პროცესები
  • სახელმწიფოს შიგნით იძულებით გადაადგილებული პირების დაცვა და საერთაშორისო სამართალი

 

ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო დაცვის საკითხებზე მომუშავე აკადემიური წრეები, სამთავრობო უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

კონფერენციაში მონაწილეების შერჩევა ნაშრომის არაუმეტეს 500 სიტყვიანი აბსტრაქტის საფუძველზე მოხდება. აბსტრაქტების განხილვისას ყურადღება გამახვილდება საკვლევი თემის აქტუალობასა, დასკვნების სიახლესა და კვლევის შედეგების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე.

აბსტრაქტების ელექტრონულად წარმოსადგენად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს.

აბსტრაქტის ელექტრონულად წარდგენის დრო: 2021 წლის 20 მაისის 20:00 სთ.

კონფერენცია ჩატარდება 2021 წლის 20 ივნისს zoom-ის მეშვეობით.

შერჩეული სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორს აკადემიური ჯილდოები, კონფერენციის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემა.

დამატებითი ინფორმაციისა და აბსტრაქტების წარმოსადგენად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: laf@laf.geIrina.agapishvili@gau.edu.ge

2021 წლის 20 ივნისის ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწისდაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის მიერ 2021 წლის დასაწყისიდან განხორციელებული ღონისძიებების ნაწილია.

თარიღი

აპრ 29 2021
Expired!

დრო

8:00 am - 6:00 pm

Leave your thought