ლტოლვილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ვებინარი
2021 წლის 22 ივნისს აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი მიგრაციის პოლიტიკის განვითარებისსაერთაშორისო ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „მიგრაციისმართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ (ENIGMMA 2) ფარგლებში უმასპინძლებს მიგრაციისდიალოგების ვებინარს
პალესტინელი ლტოლვილები ევროპაში:
თავშესაფრის უფლება და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
ეს ერთობლივი ღონისძიება აკადემიკოს ლევან ალექსიძის ფონდის მიერ 2021 წლის ივნისის თვეში ლტოლვილთა მსოფლიო დღისა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 70 წლის აღნიშვნას მიძღვნილი შეხვედრების ფარგლებში ტარდება.
აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის, ლეიდენის უნივერსიტეტისა და ფორდჰემის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილ ლტოლვილთა და თავშესაფრისმაძიებელთა დაცვის ზოგად ჩარჩოზე საუბრის პარალელურად ყურადღებას გაამახვილებენ პალესტინელლტოლვილებზე ევროპაში, მათ ისტორიაზე, სტატუსზე, სამართლებრივ დაცვასა და დაბრუნების უფლებაზე.
ვებინარის ჩატარების დრო: 17:00 – 19:00 სთ, 22 ივნისი, 2021
ვებინარზე დასწრების ტექნიკური მონაცემები: https://icmpd.zoom.us/j/
ვებინარის სამუშაო ენა: ინგლისური