ბავშვთა დაცვის დღეს აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან
2021 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, დოქტორი ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის ორგანიზებულ ვებინარში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიება 2021 წლის 1 ივნისს, 18:00 სთ–ზე კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებითჩატარდება. შეხვედრის სამუშაო ენა ინგლისური გახლავთ.
ვებინარში მონაწილეობისთვის სარეგისტრაციოდ გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს.
დარეგისტრირებული მონაწილეები შეხვედრის ტექნიკურ მონაცემებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: laf@laf.ge; Irina.agapishvili@gau.edu.ge
2021 წლის 1 ივნისის ვებინარი ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის მიერ 2021 წლისდასაწყისიდან განხორციელებული ღონისძიებების ნაწილია.