აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მსოფლიო დღეს ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს უძღვნის

30 ივლისს, აკადემიკოს ლევან ალექსიძის მონაწილეობით დამკვიდრებული ტრადიციის გაგრძელებად, აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მსოფლიო დღეს აღნიშნავს.

2023 წელს ამ  დღისთვის გაერთიანებული ერების მიერ არჩეული თემაა ტრეფიკინგის ყველა მსხვერპლისთვის ხმის მიწვდენა, რომ არავინ დარჩეს დაცვისა და დახმარების გარეშე.

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა აკადემიური დისკუსია „ლურჯი გულის“ კამპანიას მიუძღვნა ახალგაზრდა მკვლევარების სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშესაწყობად და მათი ამ მიმართულებით კვლევაში ჩართვის მიზნით.

არის რა ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ამ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა, საკითხის შესწავლით დაინტერესებული ახალგაზრების ცნობიერების ამაღლებისა და პროფესიონალების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ფონდი ტრადიციულად უწყობს ხელს. სწორედ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციისა, მსხვერპლთა ეფექტიანად იდენტიფიცირებისა და დაცვისთვის, ამ დანაშაულის ჩამდენთა სისხლისსამართლებრივი დევნისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტიანი თანამშრომლობის წარმართვის მიზნით, აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი არაერთი წელია, ორგანიზებას უწევს და მონაწილეობს მრავალ ღონისძიებაში, როგორიც არის, მაგ., გაერთიანებული ერების „ლურჯი გულის“ კამპანია, ეუთოს სიმულაციაზე დაფუძნებულ ეროვნულ სწავლება ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული პროფესიონალებისთვის, ევროპის კავშირის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ დადგენილი დღის აღნიშვნა, სხვ.

დამატებითი ინფორმაციისათვის:

იხ: https://www.unodc.org/unodc/en/blueheart/

იხ: https://www.unodc.org/unodc/en/frontpage/2014/January/unodc-executive-director-welcomes-appointment-of-new-board-of-trustees-for-un-trust-fund-for-trafficking-victims.html?ref=fs5

თარიღი

ივლ 30 2023
Expired!

დრო

All Day

Leave your thought