აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი 2023 (ქართულენოვანი ტურნირი)

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის
იმიტირებული სასამართლო პროცესი
(ქართულენოვანი ტურნირი)

გამოშვება N3

2023 წლის რაუნდი

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს
აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი (EWMI)

ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე
იმიტირებულ სასამართლო პროცესში

მონაწილეობის მისაღებად

იმიტირებული სასამართლო პროცესი იმართება მართლმსაჯულების საერთაშორისო დღის აღნიშვნის კვირეულის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, ევროპის სამართლის სტუდენტთა ასოციაცია – საქართველოსთან, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU), თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლის ცენტრსა და გენდერისა და სამართლის კვლევითი და სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელთან თანამშრომლობით

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს;

ერთი უნივერსიტეტიდან ერთზე მეტი გუნდის დარეგისტრირება დაშვებულია;

-თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 და არაუმეტეს 5 სტუდენტისგან; გუნდის ყველა წევრი უნდა წარმოადგენდეს ერთი და იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას;

-იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირი შედგება 2 ეტაპისგან − წერითი და ზეპირი რაუნდები; ზეპირ რაუნდში მონაწილეობას მიიღებს წერითი რაუნდის საფუძველზე გამოვლენილი 10  საუკეთესო გუნდი.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირის დასკვნითი (ზეპირი) რაუნდი გაიმართება 2023 წლის 13 აგვისტოს.

მონაწილეობის მსურველმა გუნდმა რეგისტრაციისათვის უნდა შეავსოს აპლიკაციის ელექტრონული ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 28 ივლისი, 20.00 საათი.

3 აგვისტო, 2023, 20:00 სთ – გუნდების მიერ დამაზუსტებელი კითხვების საორგანიზაციო ჯგუფისთვის გაგზავნა;

4 აგვისტო, 2023, 20:00 სთ – დამაზუსტებელ კითხვებზე საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ყველა გუნდისთვის პასუხის გაგზავნის ბოლო ვადა (პასუხები გაიგზავნება კითხვების შემოსვლის პარალელურად);

8 აგვისტო, 2023, 20:00 სთ – საქმის წერილობითი მონახაზის გუნდების მიერ წარმოდგენის ბოლო ვადა;

13 აგვისტო, 2023, 10:00 სთ-დან – დასკვნითი (ზეპირი) რაუნდი.

დამატებით იხილეთ: კონკრუსის წესები.

საორგანიზაციო გუნდს დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით

საბა ფიფია, ქართულამერიკული უნივერსიტეტი (GAU): saba.pipia@gau.edu.ge;

ირინა აღაპიშვილი, ქართულამერიკული უნივერსიტეტი (GAU): irina.agapishvili@gau.edu.ge;

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდიlaf@laf.ge.

 

 

თარიღი

ივლ 12 - 28 2023
Expired!

დრო

All Day

Leave your thought