საერთაშორისო დაცვა თანამედროვეობაში: გამოცდილება და გამოწვევები

1951 წლის 28 ივლისს ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენცია  ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის საკითხებზე სრულუფლებიანი წარმომადგენლების გაეროს კონფერენციამ ხელმოსაწერად გახსნა. კონფერენცია გაეროს გენერალური ასამბლეის 1950 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციის 429 (V) საფუძველზე იყო მოწვეული, კონვენცია კი 1954 წლის 22 აპრილს შევიდა ძალაში.

2021 წლის 28 ივლისს აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა მიუძღვნა აკადემიური დისკუსია თემას საერთაშორისო დაცვა თანამედროვეობაში: გამოცდილება და გამოწვევები.

აკადემიკოსი ლევან ალექსიძე  ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანებიდან 12 წლის განმავლობაში რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის წევრი გახლდათ. გაეროს ფარგლებში 1970-იანი წლებიდან მიგრანტთა, მათ შორის ლტოლვილთა დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების დამკვიდრებაში შეტანილი წვლილისა და ევროპის საბჭოს ფარგლებში ამ მიმართულებით საქმიანობის ხაზგასმით წარიმართა დისკუსია შსს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხების სამსახურის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით.

საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული თეორიის, ასევე უნივერსალური და რეგიონული საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების ძირითადი მიმართულებები ვებინარის მონაწილეთა აქტიური მონაწილეობით სახელმწიფოთა პრაქტიკისა და პოლიტიკის ანალიზის ფონზე განიხილეს.

 

2021 წლის 28 ივლისის ვებინარი ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებლის აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის მიერ 2021 წლის დასაწყისიდან განხორციელებული ღონისძიებების ნაწილია.

 

თარიღი

ივლ 28 2021
Expired!

დრო

All Day

Leave your thought