ლევან ალექსიძის ლექცია – 2022 აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა უმასპინძლა

2022 წლის 22 დეკემბერს აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა ლევან ალექსიძის ლექცია – 2022 უმასპინძლა. პროფესორმა ჯეიმს ჰეთვეიმ წაიკითხა ლევან ალექსიძის ლექციების სერიის მეხუთე მოხსენება თემაზე: თანამედროვე გამოწვევები ლტოლვილთა დაცვაში: ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფოს პერსპექტივები. მიჩიგანის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ჯეიმს ე. და სარა ა. დეგანების სახელობის ემერიტუს პროფესორმა ჯეიმს ჰეთვეიმ ლექციის ფარგლებში განიხილა non-refoulement, იურისდიქციის, ერთობლივი ვალდებულებებისა და პასუხისმგელობის საკითხები. დისკუსია შეეხო ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციის ზედამხედველობასთან დაკავშირებულ არსებით ელემენტებსა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვის სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის ქვიარ საქმეებს.

ლევან ალექსიძის ლექციების სერია პროფესორ ქეთევან ხუციშვილის მიერ 2019 წელს დაარსდა, აკადემიკოს ლევან ალექსიძის პროფესიული მემკვიდრეობის გაგრძელებისა და საქართველოს საერთაშორისო სამართლის სკოლის პოპულარიზაციის მიზნით.

პირველი ლექცია 2019 წლის 16 დეკემბერს ჩატარდა. მას ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის პროფესორი და ლეიდენის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ყოფილი დეკანი, პროფესორი რიკ ლოუსონი გაუძღვა.

საინაუგურაციო ლექციას მოჰყვა ლევან ალექსიძის ლექციების სერიის მეორე ლექცია, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა 2019 წლის 25 დეკემბერს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე და პროფესორი ქეთევან ხუციშვილი გაუძღვნენ ლექციას აკადემიკოსი ლევან ალექსიძს და საერთაშორისო სამართლის სკოლის განვითარება საქართველოში.

ლევან ალექსიძის ლექციათა სერიის რიგით მესამე ლექცია აკადემიკოს ლევან ალექსიძის ყოფილმა სტუდენტმა და იმჟამად IDLO-ს უფროსმა მრჩეველმა თეიმურაზ ანთელავამ 2020 წლის 14 დეკემბერს COVID-19 პანდემიის გამო zoom-ის გამოყენებით წაიკითხა, აკადემიკოს ლევან ალექსიძის ფონდის მოწვევით. 2020 წელს ლექცია საერთაშორისო სამართლის თეორიულ საფუძვლებს მიეძღვნა.

ლევან ალექსიძის ლექცია 2021, რიგით მეოთხე, რომელსაც 2021 წლის 20 დეკემბერს ჰიბრიდულ ფორმატში უმასპინძლა აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში და zoom-ის მეშვეობით, გრონინგენის უნივერსიტეტის პროფესორის მარსელ ბრუსის ხელმძღვანელობით წარიმართა და მიეძღვნა თემას მდგრადობა და საერთაშორისო სამართალი ანთროპოცენში.

თარიღი

დეკ 30 2022
Expired!

დრო

All Day

Leave your thought