ტენდერი საზაფხულო სკოლისა და იმიტირებული სასამართლო პროცესის გამართვისთვის მომსახურების შესყიდვის მიზნით

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის  „რეგიონული უნივერსიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებაპრაქტიკული უნარ-ჩვევების განმავითარებელი სამართლის კურსების სწავლებისთვის“ – ფარგლებში აცხადებს ტენდერს საზაფხულო სკოლისა და იმიტირებული სასამართლო პროცესის გამართვისთვის მომსახურების შესყიდვის მიზნით.

ა) გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი:

  • საკონფერენციო სივრცე

4 დღე (საზაფხულო სკოლა) –  1 დარბაზი – 25 მონაწილე;

1 დღე  (იმიტირებული სასამართლო პროცესი) –  1 დარბაზი (მინიმუმ 12 მონაწილე) ; 1 იზოლირებული სამუშაო სივრცე (მინიმუმ 12 მონაწილე);

  • საკონფერენციო სივრცის აღჭურვილობა (4 დღე);
  • საზაფხულო სკოლის მონაწილეთა დაბინავება (25 მონაწილე – 4 დღე);
  • საზაფხულო სკოლის მონაწილეთა კვება ( 25 მონაწილე – 4 დღე);
  • იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილეთა კვება ( 50 მონაწილე – 1 დღე).

საზაფხულო სკოლის პერიოდი:  9-12 აგვისტო

იმიტირებული სასამართლო პროცესის პერიოდი: 13 აგვისტო

ბ) მონაწილეობის პირობები:

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია იურიდიულ პირს.

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს:

  • ორგანიზაციის CV;
  • ბიუჯეტი;
  • საზაფხულო სკოლის ჩასატარებლად შემოთავაზებული საკონფერენციო სივრცისა და მონაწილეთა განთავსების ადგილის დასახელება და მოკლე აღწერა;
  • იმიტირებული სასამართლოს ჩასატარებლად შემოთავაზებული საკონფერენციო სივრცის დასახელება და მოკლე აღწერა;
  • საკონფერენციო სივრცის აღჭურვილობის აღწერა;
  • გადახდის პირობები და ფორმები

გ) სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები:

გადაწყვეტილება მიღებული იქნება ტენდერში მონაწილე ორგანიზაციის ტენდერით მოთხოვნილი მომსახურების უზრუნველყოფის გამოცდილების, მომსახურების ფასის, საზაფხულო სკოლისა და იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩასატარებლად შემოთავაზებული სივრცეების მდებარეობის, მათი და შემოთავაზებული საკონფერენციო სივრცის აღჭურვილობის ხარისხის  გათვალისწინებით;

დ) სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ფორმა და მისამართი:

დაინტერესებულმა ორგანიზაციამ მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: laf@laf.ge

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: laf@laf.ge

ე) განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა:

7 აგვისტო,  2023.

ვ) დამატებითი მოთხოვნები/შეზღუდვები:

წინამდებარე ტენდერსის შედეგად ხელშეკრულება ვერ გაფორმდება იმგვარ იურიდიულ პირთან, რომელიც უარყოფილი/ამოიცხულია სისტემიდან: System for Award Management (SAM) (www.sam.gov). ეს სია მოიცავს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რომელთაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შეუჩერა ან აუკრძალა დაფინანსების მიღება გადაცდომისა ან აშშ მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის საფუძველზე პირისთვის აშშ მთავრობის ფონდების მინდობა შეუძლებელია.

თარიღი

ივლ 31 2023
Expired!

დრო

All Day

Leave your thought