ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვა: ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთაუფლებრივი მდგომარეობა

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერილი პროექტის „ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვა: საქართველოს თანამედროვე გამოწვევების კრიტიკული ანალიზი საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში“ [FR-21-11588] ფარგლებში ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით 19 ივნისს, 12:00 სთ-დან  პროექტის ფარგლებში წარმოებული კვლევის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევარებისთვის ბიძგის მისაცემად დაგეგმილი სამეცნიერო კონფერენცია უკავშირდება დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გარშემო მეცნიერულ დისკუსიას.

კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია ამ ტექნიკური მონაცემების გამოყენებით:

Topic: ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვა: ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უფლებრივი მდგომარეობა

Time: Jun 19, 2022 12:00 PM Baku, Tbilisi, Yerevan

Join Zoom Meeting

https://us02web.zoom.us/j/87146666033?pwd=akc2dFRTU0tDS3pvd2tPMXdNUHJNdz09

Meeting ID: 871 4666 6033

Passcode: 066446

მეცნიერული კვლევის სწორად დისემინაციის მეშვეობით კონფერენცია ხელს შეუწყობს საზოგადოებაში გავრცელებული მითების მსხვრევას. კონფერენციაზე წარმოჩინდება ადამიანთა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, როგორიც თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილი ან იძულებით გადაადგილებული პირი შეიძლება ასევე იყოს, ორმაგი ან სამმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლად გახდომის რისკები და ამ მიმართულებით როგორც სამეცნიერო კვლევის, ისე პრაქტიკული მუშაობის გაძლიერების საჭიროება.

ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვა უპირველესად აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანმა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთანხმებული უფლებებით სარგებლობა შეძლოს. დისკრიმინაციისგან ადამიანების დაცვის ვალდებულება საქართველოს აღებული აქვს უნივერსალური და რეგიონული საერთაშორისო სამართლებრივი შეთანხმებების ჭრილში. საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, რომ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.“ ეს კი განსაკუთრებით  ადამიანის უფლებების სრულფასოვანი სამართლებრივი ჩარჩოს უზრუნველყოფისთვის არის მნიშვნელოვანი.

თარიღი

ივნ 18 - 19 2022
Expired!

დრო

All Day

Leave your thought