ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდსა და ევროპის სამართლის სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) საქართველოს შორის

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა და ევროპის სამართლის სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) საქართველომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმება საერთაშორისო სამართლის დღის – 5 ივლისის – აღნიშვნის ფარგლებში გაფორმდა, რომელიც აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა 2020 წლის 5 ივლისს დააწესა და ყოველწლიურად აღინიშნება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კიდევ უფრო გააძლიერებს ორგანიზაციების თანამშრომლობას საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების სწავლების ხელშეწყობის, ასევე ახალგაზრდა იურისტების კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში.

ადრეულ ეტაპზე ჩამოყალიბებული თანამშრომლობა, მათ შორის ELSA ზამთრის თბილისის სკოლის ერთობლივად მასპინძლობა, რომელიც საერთაშორისო მიგრაციის სამართალსა და ლტოლვილთა სამართალს დაეთმო და პროფესორ ლევან ალექსიძეს მიეძღვნა, ისევე როგორც სხვადასხვა იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრი და სხვა აკადემიური აქტივობები შეთანხმების საფუძველზე მეტად აქტიურად განვითარდება.

თარიღი

ივლ 05 - 06 2022
Expired!

დრო

All Day

Leave your thought