აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის ქართულენოვანი ტურნირის 2021 წლის გამარჯვებული ცნობილია

2021 წლის 4-5 დეკემბერს აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის ქართულენოვანი ტურნირის N2 გამოშვების  ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრებს აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლამ უმასპინძლა.

იმიტირებული სასამართლო პროცესის 2021 წლის რაუნდი  საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან  და თსუ გენდერისა და სამართლის კვლევითი დასასწავლო მიმართულების ხელმძღვანელ პროფესორ ქეთევან ხუციშვილთან თანამშრომლობით, ამერიკის შეერთებულიშტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. 

ეროვნული კონკურსის N2 გამოშვებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარი 22 გუნდი დარეგისტრირდა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16 დღიანი კამპანიისა და ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში ჩატარებული 2021 წლის რაუნდის გამარჯვებული ელენე სვანიძისა და მზექალა რომანაძის ასპარეზობის შედეგად თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდი გახდა. იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირის ორი ეტაპის ფარგლებში ასპარეზობის შედეგად ჟიურიმ საუკეთესო მომხსენებლად თამარ კალანდია (თსუ), საუკეთესო მონაწილედ კი თამარ მაზანიშვილი (თსუ) დაასახელა.

კონკურსის მაღალკვალიფიციური ჟიური სფეროს გამორჩეულ სხვა სპეციალისტებთან ერთად ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებს აერთიანებდა.

კონკურსის ზეპირ რაუნდებში მოასპარეზე ყველა სტუდენტს შესაბამისი სერტიფიკატი, ხოლო კონკურსის ფინალისტ გუნდებს, აგრეთვე საუკეთესო მონაწილესა და საუკეთესო მომხსენებელს გოგა ხატიაშვილის მიერ დაწესებული პრიზი – სახელმძღვანელო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ხვდა წილად. კონკურსის გამარჯვებულები ასევე დაჯილდოვდნენ აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ადამიანის უფლებების უქმეებში მონაწილეობის უფლებით, რომლის გასვლითი სესია 2021 წლის 10-12 დეკემბერს გაიმართება.

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის ქართულენოვანი ტურნირის 2021 წლის რაუნდი (გამოშვება N2) ღვაწლმოსილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის მიერ 2021 წლის დასაწყისიდან განხორციელებული ღონისძიებების ნაწილია.

 

თარიღი

დეკ 04 - 05 2021
Expired!

დრო

All Day

Leave your thought